Friday, July 9, 2010

როგორ გადავარჩინოთ ქართული სოფელი


მთავარი იდეა რამდენიმე დასახელებული თემიდან მოსწავლეთა სურვილით საინტერესო აღმოჩნდა პროექტი მშობლიურ მხარეში . საკითხი სცდება მშობლიური კუთხის მასშტაბებს და მოიცავს მთელს საქართველოს. ცარიელდება მთები და ცარიელდება ისედაც უხალხო საქართველო. როგორ გადავარჩინოთ ქართული სოფელი თავისი ღირებულებებით – პროექტში მთავარ საფიქრალს სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს.
მნიშვნელობა /აქტუალობა ძნელია მოიძებნოს ქართველი კაცი, რომელიც თავისი ფესვებით სოფელთან არ იყოს დაკავშირებული.ტრადიციულად ქართველი კაცის საცხოვრებელს სოფელი წარმოადგენდა. მართლაც განუმეორებელი მადლი აქვს სოფელს .ჩვენამდე მოღწეული ქართული სული,ფოლკლორი,საუკეთესო ტრადიციები, რაც ასე ძვირფასია ჩვენთვის ხომ სოფელმა ჩემოგვინახა. დღეს სოფელს ნამვილი ქომაგი გამოელია. დღითი–დღე ცარიელდება ჩვენი ლამაზი სფლები. თუმცა მშობლიური სოფლის მიტოვება და სხვაგან ბედის ძიებ შემთხვევითი როდია. მისი მიზეზ–შედეგობრივი საფუძველი მეტად მრავალ წახნაგოვანია. რა არის სოფლის კვდომის მიზეზი? როგორ გადავარჩინოთ ქართული სოფელი–––სუფთა, ლაღი, ხალასი, სუნითაც თავისებური,მზითაც და ბუნებითაც.
მიზნები და შედეგები ვფიქრობთ ჩვენი პროექტი დაგვხმარება მოვძ ებნოთ გამოსავალი თუ რა გზით შეიძლება იმ ფასეულობათა შენარჩუნება, რომელიც გადაარჩენს ქართულ სოფელს. ცნობილია რომ მრავალი სოფელი მონოგრაფიულად არის შესწავლილი და შექმნილია ნაშრომები მის ისტორიასა და ეკონომიკაზე, მაგრამ სოფლების უმრავლესობა შეუსწავლელია. ამ პროექტით გვსურს ხმა მივაწვდინოთ მხარეტმცოდნეებს რომ შეუსწავლელია საქართველოს პატარა და ლამაზი სოფლები: მაღრანი , დავათი, ნოკორნა, ლაფანაანთკარი და ა .შ. და თუ წიაღი მწირი აღმოჩნდება უთუოდ მოიხიბლებიან ულამაზესი ლანდშაფტით და ნახავენ, რომ ,აქედან კარგად ჩანს საქართველო.
გეო. X. 2. მოსწავლე აგროვებს გეოგრაფიული
კვლევისთვის საჭირო ინფორმაციას.
გეო. X. 3. მოსწავლე გეოგრაფიული კვლევის
განსახორციელებლად აანალიზებს და ამუშავებს
მოპოვებულ ინფორმაციას.

შეფასების საგანი დაპროცედურები შეფასდება წყვილებში მუშაობა და პრეზენტაცია

რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს რაოდენ ღირებულია თითოეული გოჯი ქართული მიწისა. იცნობდეს მშობლიური მხარის ისტორის, ფიზიკ. გეოგრაფ. მდებარეობას, ადათ წესებს და ა.შ.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები არა ტრადიციული ფორმის გეოგრაფიის გაკვეთილები–ლ. შალვაშვილი
დუშეთის რაიონი– პ. ზაქარაია
ჟურნალი –საქართველოს ბუნება
მხარეთმცოდნეობა –ვ. ზუხბაია
ი ლიას პოეზია, ვაჟა–ფშაველა
სასწავლო პროექტის მსვლელობა თემის შერჩევა და ჯგუფების შექმნა (1 გაკვეთილი);
საქმიანობების განაწილება (1 გაკვეთილი);
ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა ფორმით (3 დღე);
ინფორმაციის დახარისხება და პრეზენტაციის შექმნა (5 დღე);
პრეზენტაციის წარდგენა და შეფასება (1 გაკვეთილი)

კრიტერიუმი მინიმალური საშუალოზე დაბალი საშუალოზე მაღალი მაქსიმალური
1-2 3-5 6-8 9-10
პრეზენტაცია ვერ ახდენს მასალის პრეზენტირებას მეტნაკლებად ახდენს მასალის პრეზენტირებას საკმაოდ კარგად წარმოადგენს მასალას კარგად წარმოადგენს მასალას
ზეპირი მსჯელობა ვერ აყალიბებს აზრს მეტ–ნაკლებად აყალიბებს აზრს საკმაოდ კარგად აყალიბებს აზრს კარგად აყალიბებს აზრს
ჯგუფური მუშაობა არ ფლობს არანაირ ინფორმაციას მეტნაკლებად ერთვება საკითხის განხილვასში ფლობს საკმაო ინფორმაციას საკითხის ირგვლივ იყენებს მოძიებულ ინფორმაციას და საკმაოდ კარგად მსჯელობს